ორივე ეს ადამიანი[სააკაშვილი, ივანიშვილი] სხვადასხვა ფორმით მიილტვოდა და მიილტვის აბსოლუტური ხელისუფლებისკენ, - განაცხადა გადაცემა “რეაქციაში“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.
მისი თქმით, ყველამ იხილა ეს ორივე ადამიანი და გამოსცადა - წარსულში მიხეილ სააკაშვილი და დღეს ბიძინა ივანიშვილი, როგორც უმაღლესი ხელისუფალი.
„ჩვენ ისინი გამოვცადეთ, როგორც უმაღლესი ხელისუფალი. ორივე პოლიტიკოსს აქვს, რა თქმა უნდა, წარმატების მნიშვნელოვანი “რიქორდები” თავიანთ ბაგაჟში, მაგრამ ფაქტი არის, რომ ორივე ეს ადამიანი სხვადასხვა ფორმით მიილტვოდა და მიილტვის აბსოლუტური ხელისუფლებისკენ. და ყველა პრობლემა, რომელიც თქვენ მეგობარს ინბოქსიდან არ მოსწონს, თქვენ არ მოგწონთ, მე არ მომწონს, რიგით „ოცნების“ ამომრჩეველს არ მოსწონს, „ევროპული საქართველოს“ ამომრჩეველს არ მოსწონს, არის ის, რაზეც ვთანხმდებით, იქიდან უნდა ამოვიდეთ. პრობლემები ამ ქვეყანაში მოაქვს აბსოლუტურ ძალაუფლებას. ძალაუფლებას, რომელიც არ არის დაბალანსებული სასამართლო ხელისუფლებით, ძალაუფლებას, რომელიც არ არის დაბალანსებული საპარლამენტო ხელისუფლებით. ძალაუფლებას, რომელიც წვალებით ბალანსდება და სულ მუდმივ ბრძოლაში ვართ უკანასკნელი 20 წელიწადია შევარდნაძის ხელისუფლებიდან მოყოლებული მეოთხე ხელისუფლებასთან ანუ მედიასთან ბრძოლით და ვხედავთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან რამხელა ბრძოლა აქვს გამოცხადებული ხელისუფლებას. ანუ, პრობლემა რაში მდგომარეობს. კი ბატონო ეს ორი ადამიანი ვერ აორთქლდება ქართული პოლიტიკიდან. ერთსაც აქვს რესურსი და მეორესაც აქვს რესურსი, ჩვენს ამას ვხედავთ. მაგრამ ჩვენ ამიტომ ვიძახით, რომ ერთი მხრივ, დღევანდელი გადმოსახედეიდან, აბსოლუტურად არასწორია და პოლიტიკურადაც არასწორია, მორალურადაც - ტოლობის ნიშანი დასვა სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის, იმიტომ, რომ სააკაშვილი დღეს არ არის ქვეყნის პრობლემა და ივანიშვილი დღეს არის ქვეყნის პრობლემა. და მეორე - ამ დისკურსიდან გასვლის შესაძლებლობა არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი - ასეთ პოლიტიკურ ლიდერებს, ან ასეთ პოლიტიკუ მოჟამულ სიტუაციას, სადაც გამარჯვებულიო ბოლომდე ანადგურებს დამარცხებულს, ეს არის შობილი იმ პოლიტიკური სისტემიდან, რომელშიც ვართ. შერეული არჩევნები შობს ამას. შერეული არჩევნები აძლევს გამარჯკვებულს მიიტაცოს უფრო მეტი ძალაუფლება, ჰქონდეს დაუბალანსებელი საკონსტიტუციო უმრავლესობა, მაშინ როცა მას ეს მანდატი ხალხისგან არ მიუღია. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, თუ გვინდა აღარ დაიბადოს დაუბალანსებელი და აბსოლუტური ძალაუფლების მქონე პირი, სულ ერთია მას ერქმევა სააკაშვილი, შევარნაძე თუ ივანიშვილი, ამისათვის არის ერთადერთი წინაპირობა - გადავიდეთ პროპორციულ არჩევნებზე”, - განაცხადა უგულავამ.