დიდუბის რაიონის გამგეობა ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, დიდუბესა და დიღმის მასივში, ათ მისამართზე სავარჯიშო ტრენაჟორებს ამონტაჟებს.
ამ ეტაპზე, სამუშაოები ხუთ მისამართზე - დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის მესამე და მე-11 კორპუსებთან, ასევე, მეხუთე კვარტლის მე-11 კორპუსთან, მეოთხე კვარტლის მე-13 კორპუსთან და მესამე კვარტლის 31-ე კორპუსთან მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ფიტნეს ზონებზე კაუჩუკის საფარი დაიგება, გადაიხურება და მსურველებს ვარჯიშის შესაძლებლობა წლის ნებისმიერ დროს ექნება.
ფიტნეს ზონის მოწყობის სამუშაოებს შპს „გეო-გრინი“ უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით ახორციელებს.
აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 181 434 ლარი გამოიყო.