თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მეორადი ტანსაცმლის საწყობი იწვის. ხანძარი სავაჭრო-ცენტრ "ქალაქის გულში" გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით დამწვარია 200 კვ.მ ფართობი და მიმდინარეობს ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო მანქანა მუშაობს.