თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს ხვდება. როგორც ცნობილია, შეხვედრას მკვლელობის საქმის პროკურორებიც ესწრებიან.
"დღეს სავარაუდოდ შეხვედრაზე უნდა იყვნენ ასევე იმ საქმის პროკურორები, რომლებსაც წარდგენილი აქვთ ეს საქმე სააპელაციო სასამართლოში.
ადგილზე დავსვამ კითხვებს, წინასწარ არაფერ კითხვას არ დავსვამ, რომ წინასწარ არ მოემზადონ. დავსვამ ყველა კითხვას, რაზეც ამომწურავი პასუხი აუცილებლად უნდა მივიღო", - აღნიშნა სარალიძემ მთავარ პროკურატურაში შესვლამდე.