ბათუმში 84 წლის ქალი დააყაჩაღეს. დამნაშავეებმა ქალი, რომელიც ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე სოციალურ სახლში ცხოვრობს, დააბეს და ოქროს სამკაულები წაიღეს.
როგორც ცნობილია, დამნაშავეები მოხუცის სახლში მოტყუებით შევიდნენ. მეზობლების განმარტებით, უცნობმა პირებმა განაცხადეს, რომ გაზის კომპანიიდან იყვნენ, რის შემდეგაც მოხუცმა ქალმა კარი გაუღო.
ადგილობრივების თქმით, დამნაშავეები სახლში შევიდნენ და 84 წლის ქალი დააყაჩაღეს. თუმცა მოხუცმა კართან მისვლა და მეზობლებისთვის დახმარების თხოვნა მოახერხა.
შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.