3 მარტს იტალიაში ვაპირებთ მაგარ შეკრებას, ემიგრაციის ვარსკვლავებს ვალაპარაკებთ, - თქვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშილმა ვიდეომიმართვაში.
“3 მარტს იტალიაში ვაპირებთ ძალიან მაგარ შეკრებას. იქ უკვე განსაკუთრებულ ზომებს მივიღებთ და იქ მართლაც გამოვიყვანთ ამ ვარსკვლავებს ჩვენი ემიგრაციის, მათ ვალაპარაკებთ და ამჯერად, მე აღარ ვილაპარაკებ მხოლოდ. ლიეჟშიც ვერ ჩაგვიშალეს ღონისძიება, უბრალოდ ხელი შეგვიშალეს ფართო ურთიერთობაში. წარმოუდგენელი რაღაცები ხდებოდა. ჯერ ერთი, რა ხალხი მოიყვანეს, რას ჰგავდნენ? მწვადები დაურიგეს, მერე ეს მწვადები დაყარეს კონგრესის ულამაზეს სასახლეში, ჰოლში, პლაკატები დახიეს. უკაცრავად და ქალთა საპირფარეშოში იყო ჩასაფრებული რამდენიმე ჯეელი მოჭიდავე და იქიდან გამოვარდებოდნენ და ესხმოდნენ თავს ჩემს პაროდისტ ქართლოსს და დააგორეს კიბიდან.“, - თქვა სააკაშვილმა