სააკაშვილს ვინმემ გადასცეს, რომ ჩემს დაპირებას აუცილებლად შევასრულებ - გაიღვიძებს თბილისის სასამართლოში! - წერს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი facebook-ზე.
“სააკაშვილს ვინმემ გადასცეს, რომ ჩემს დაპირებას აუცილებლად შევასრულებ - გაიღვიძებს თბილისის სასამართლოში! ეს ერთი. მეორე - თუ, ცხადია, მანამდე ამსტერდამის ფსიქიატრიულში არ მოხვდა. მესამე - თუ ამსტერდამის ფსიქიატრიულმა დამასწრო, მაინც გაიღვიძებს თბილისის სასამართლოში! და მერე გამოფხიზლდება მატროსოვზე და დაპირებისამებრ, 24 საათიან რეჟიმში ჩართული ექნება "ობიექტივის" პირდაპირი ეთერი, სრული სიამოვნებისთვის! „- წერს ინაშვილი.