შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში სპეციალიზებულ გამომძიებელთა ჯგუფი გამოიყო, რომლებიც არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალურ ძალადობას გამოიძიებენ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოიყო სპეციალიზებულ გამომძიებელთა ჯგუფი, რომლებიც მხოლოდ ამგვარი კატეგორიის დანაშაულებს გამოიძიებენ. გამომძიებლებს გავლილი აქვთ გადამზადება ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნების გამოკითხვის მეთოდოლოგიაში.
მივმართავთ საზოგადოებას, არასრულწლოვან მსხვეპლებს, მათ მშობლებს და ყველა იმ პირს, რომლთათვისაც ცნობილი გახდება არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას, რათა მოხდეს დანაშაულზე დროული რეაგირება და თავიდან იქნეს აცილებული მოძალადეთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე”, - განაცხადა თოლორაიამ.