ჰგონია, რომ მას რაღაც რეიტინგი აქვს და თუ დაბრუნდა მას რაღაც წითელი ხალიჩით დახვდებიან. დახვედრით დახვდებიან, მაგრამ ალბათ განსასჯელის სკამი დახვდება, - ასე ეხმიანება ბელგიაში, ლიეჟში მიხეილ სააკაშვილისა და ქართველი ემიგრანტების შეხვედრას, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი სესიაშვილი ეხმაურება.
სესიაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დღეს ილუზიაში ცხოვრობს და ჰგონია, რომ მას საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში ხალხი „წითელი ხალიჩით დახვდება“.
„სააკაშვილი მთელს ქვეყანას ილუზიაში აცხოვრებდა. მე მგონია, რომ ახლა თავად არის ილუზიაში და ჰგონია, რომ მას რაღაც რეიტინგი აქვს და თუ დაბრუნდა მას რაღაც წითელი ხალიჩით დახვდებიან. დახვედრით დახვდებიან, მაგრამ ალბათ განსასჯელის სკამი დახვდება. ასე, რომ მე მას ვურჩევ, რომ ის რაც ჩაიდინა მან ქვეყნის, საზოგადოების წინაშე, ამაზე იფიქროს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მავნებლობა ამ ქვეყანაში აღარ განმეორდება“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.