ე.წ. ოცნების ქალაქში სამუშაო ჯგუფის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა, სადაც მოქალაქეებს გაეწევათ კონსულტაცია, ადგილზევე მოხდება განცხადებების მიღება და მონაცემების დამუშავება.
მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, საგანგებო ბრიფინგზე, გაასაჯაროვა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებლებისთვის აშენდება საცხოვრებელი სახლები.
უკვე დასრულებულია ტერიტორიის მოსწორებითი სამუშაოები.