ჩვენი აზრით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოქმედი სისტემა უნდა შეიცვალოს. მეცხრე კლასიდან სკოლებსა და პროფესიულ სასწავლებლებშიც უნდა იწყებოდეს სამხედრო მომზადების სწავლება, - ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა, საპარლამენტო სესიაზე მოხსენებისას განაცხადა, განათლების რეფორმის საკითხზე “საქართვლოს პატრიოტების” ხედვის წარდგენისას.
„ჩვენი აზრით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოქმედი სისტემა უნდა შეიცვალოს. მეცხრე კლასიდან სკოლებსა და პროფესიულ სასწავლებლებშიც უნდა იწყებოდეს სამხედრო მომზადების სწავლება. ამ საგანს უნდა დაეთმოს კვირაში 1 დღე. სამხედრო მომზადების სწავლება უნდა გრძელდებოდეს მე-10, მე-11 , მე-12 კლასებში, ასევე, 2 წლიანი ზოგადი უმაღლესი განათლების კურსის ფარგლებშიც! მაგრამ სამხედრო სწავლების ეს კურსი საკმარისად უნდა ჩაითვალოს, რომ ახალგაზრდამ მიიღო პირველადი სამხედრო განათლება და აღარ უნდა იყოს საჭიროება წვევამდელების მოქმედი სისტემის. საერთოდაც ჩვენი ტიპის ქვეყანა უნდა გადავიდეს პროფესიული არმიის სისტემაზე“, - თქვა ინაშვილმა.