განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომ უნივერსიტეტის დაფინანსების მოდელი შეიცვლება. მისი თქმით, მომავალი წლიდან უფასო ფაკულტეტები აღარ იქნება.
"უნდა ვთქვათ, რომ უფასო დაფინანსების მოდელი არაფრის მომცემი არ არის, არანაირ შედეგზე არ არის ორიენტირებული. ერთერთი მთავარი, რაც კეთდება ამ კუთხით, ეს არის ჩართულობა, მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ, ხედვა გვაქვს შემუშავებული, რომელმაც უნდა მოგვცეს ის მიმართულებები, რისკენ მოვახდინოთ წახალისება, ეს იქნება მეცნიერების კომპონენტი, პროგრამების ინტერნაციონალიზაციის კომპონენტი.
პირდაპირ რაც შეგვიძლია ვთქვათ, მომავალ წელს გავაკეთებთ ყველაფერს, რომ უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს და პირდაპირ გადავიდეთ ახალ მოდელზე. ვაუჩერული სისტემა რჩება, რომელიც სტუდენტს მიყვება, მეორე მოდელი - რესურსი, რომელიც მიედინებოდა უნივერსიტეტებში უფასო ფაკულტეტების მიმართულებით, გადანაწილდება იმ შეფასებით მაჩვენებელზე, რომელიც ჩამოყალიბდება, რის მიხედვით მოხდეს უნივერსიტეტების სტიმულირება, ეს მართლაც გამოსასწორებელი და პრობლემაა",- თქვა ბატიაშვილმა.