დღეს, დავითობას, პირველ საათზე, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში, საქართველოს დიდი მეფის დავით აღმაშენებლის საფლავის პატივგების შემდგომ, გაიხსნება „ყოველთა ქართველთა,საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი“, რომელიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით იმართება.
კონგრესის გახსნაში მონაწილეობას მიიღებენ წარმომადგენლები საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულიდან.
კონგრესზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს განვითარების პროგრამა: „სხვა განზომილება“.
გელათის კონგრესით იხსნება „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის“ სესიები, რომლებიც ორი წლის მანძილზე მსოფლიოს 40 ქვეყნის 85 ქალაქში გაიმართება და 2020 წლის შემოდგომაზე ეროვნული ყრილობით დასრულდება!
„უფლის წყალობითა და დიდი ერთობით, გვაქვს ქვეყნის განვითარების გზაზე გასვლის ისტორიული შანსი, რომლის გამოუყენებლობას უფალი არ გვაპატიებს!“ , - მიაჩნიათ კონგრესის ორგანიზატორებს.