პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი გიორგი ლომია განათლების მინისტრს სკოლებში საგნის "რელიგიის ისტორია" სწავლებას სთხოვს. ლომიას თქმით, რელიგიიის ისტორიას ასწავლის, რელიგიის ისტორია - ასე უნდა ერქვას საგანს, რომელიც უნდა ისწავლებოდეს სკოლაში და ბავშვი ყველა რელიგიის შესახებ უნდა ფლობდეს ზოგად ინფორმაციას და ასევე უნდა იცოდეს, რომელ რელიგიას რა როლი უთამაშია საქართველოს ისტორიაში.
“მინდა შეგახსენოთ, რომ ერთი პერიოდი, სკოლებში რელიგიის გაკვეთილი უტარდებოდათ ბავშვებს, სადაც გაკვეთილი ლოცვით იწყებოდა. იმის შემდეგ, ნეოლიბერალების მხრიდან არაერთი განცხადება გაკეთდა, თითქოსდა დისკრიმინაციას ეწევა ხელისუფლება და სხვა ბავშვები უთანასწორო პოზიციაში ჩნდებიან. მე ლოცვების წაკითხვაზე არ ვსაუბრობ, ლოცვებს ბავშვები წაიკითხავენ ეკლესიაში, სახლში, ვისაც სად სურს. მე მინდა ვისაუბრო გაკვეთილზე, რომელიც ბავშვს რელიგიიის ისტორიას ასწავლის, რელიგიის ისტორია - ასე უნდა ერქვას საგანს, რომელიც უნდა ისწავლებოდეს სკოლაში და ბავშვი ყველა რელიგიის შესახებ უნდა ფლობდეს ზოგად ინფორმაციას და ასევე უნდა იცოდეს, რომელ რელიგიას რა როლი უთამაშია საქართველოს ისტორიაში. მე შეგნებულად არ გამოვყოფ მართლმადიდებლობას, რათა კოლეგებმა არ თქვან, რომ სხვა რელიგიის დისკრიმინაციას ვცდილობ. დღეს, ვინც ნეოლიბერალისტურ დოქტრინას ფეხდაფეხ არ მიყვება, ყველა ბნელ ადამიანად ცხადდება. მე მინდა გთხოვოთ, ნუ შეგეშინდებათ სიბნელის თუ ბოლო მაინც ნათელია, ნუ დავუკარგავთ ჩვენს ეკლესიას იმ ღვაწლს და როლს საქართველოს ისტორიაში და ამავდროულად, არ დაარღვიოთ ანტიდისკრიმინაციის შესახებ კანონი, რელიგიის ისტორიის საგანი შემოიღეთ და ბავშვებს ყველა რელიგიის შესახებ ზოგადი ინფორმაცია მიაწოდეთ” , - თქვა ლომაიამ.