საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთისა და გერმანიის დედაქალაქებს ეწვევა. პრეზიდენტის პარიზში ვიზიტი 17-დან 19 თებერვლამდე გასტანს, ხოლო ბერლინში - 19-დან 21 თებერვლამდე.
პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით, მთავრობამ შესაბამისი განკარგულება სამუშაო ვიზიტზე თანხმობის მიცემის შესახებ უკვე გამოსცა.
განკარგულების თანახმად, პრეზიდენტის ვიზიტი ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების საკითხს უკავშირდება. სხვა დეტალები და დღის წესრიგი ჯერჯერობით უცნობია.