მაინტერესებს, როგორ გამოიყურება სპეციალური ადგილი ჯოჯოხეთში მათთვის, ვინც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა გეგმის გარეშე სურს - დაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა მიკრობლოგ "ტვიტერზე".
მანამდე, ირლანდიის პრემიერ-მინისტრ ლეო ვარადკარდთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, ტუსკა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის არცთუ ისე მცირე მცხოვრებს სურს ბრექსიტის შესახებ გადაწყვეტილება უკან დააბრუნოს, მაგრამ ამის პოლიტიკური ნება ქვეყანაში არ არსებობს.
„50 დღე დარჩა ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლამდე ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებისა და ნების შემდეგ. ვიცი, რომ დიდ ბრიტანეთსა და კონტინენტზე, ისევე, როგორც ირლანდიაში, ხალხის დიდ რაოდენობას სურს Brexit-ის შესახებ ამ გადაწყვეტილების გაუქმება. მე ყოველთვის თქვენთან ვიყავი მთელი გულით“, - განაცხადა ტუსკმა.
ტუსკის თქმით, ამ დროისათვის ბრექსიტის მხადაჭერა დიდი ბრიტანეთის პრემიერ ტერეზა მეისა და ბრიტანეთის ოპოზიციის ლიდერის ჯერემი კორბინის მხრიდან ფაქტობრივად ასეთ ვარიანტს გამორიცხავს.
„დღეს არ არსებობს პოლიტიკური ძალა ევროკავშირში ქვეყნის დარჩენის მხარდაჭერის შენარჩუნებისთვის“, - აღნიშნა მან. „ამას ვამბობ ყოველგვარი კმაყოფილების გარეშე, მაგრამ თქვენ არ შეგიძლით ფაქტებთან დავა“, - აღნიშნა ტუსკმა.
გაერიანებულმა სამეფომ ევროკავშირი 29 მარტს უნდა დატოვოს, თუმცა Brexit-ის შესახებ შეთანხმების პოიექტი რატიფიცირებული არ არის და ბრიტანელი პარლამენტარების უმრავლსეობის საკმარისი მხარდაჭერით არ სარგებლობს. ევროკავშირი თავის მხრივ უარს ამბობს შეთანხების გადახედვაზე. ამასთან, არსებობს Brexit-ის თარიღის გადადების შესაძლებლობაც