პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტში წერილი შეიტანა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნასა და მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას ითხოვს.
მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ის ხელისუფლებას არ ენდობა და დარწმუნებულია, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მმართველი პოლიტიკური პარტია ხელს შეუშლის, მაგრამ მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რათა საზოგადოებამ გაიგოს, რომ მისი შვილი უდანაშაულო იყო.
„მე ნაკლებად მაქვს იმედი შეეცდებიან, რომ არ შეიქმნას ეს კომისია ამ ხელისუფლების მე საერთოდ არ მჯერა, მე კი არა ქვეყნის 80%-ს არ სჯერა. ეს არის კრიმინალების ბრბო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს მოსახლეობამ გაიგოს, რომ ეს ბავშვი არის უდანაშაულო,“-ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.