„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ის წევრების ესწრებიან, რომლებიც მოსამართლეთა სიის გამო უმრავლეობას დაუპირიპირდნენ.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაშვილი ამბობს, პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ კითხვები სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით კიდევ უფრო გაღრმავდა.
განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ოპოზიცია, მისი სატელიტი პარტიები და არასამთავრობოები თავს ესხმიან სასამართლოს, თუმცა პოლიტსაბჭოს წევრების აზრით, თავდასხმის მიზანი არა სისტემის გაჯანსაღება, არამედ იმ მოსამართლეების დასჯაა,რომლებიც გავიდნენ წინა ხელისუფლების მორჩილებიდან. ლევან გოგიჩაიშვილი ფიქრობს,რომ მმართველი პარტიის წევრები ამ განცხადებით კიდევ ერთხელ აჩენენ უამრავ კითხვის ნიშანს.
"განცხადება, რომელიც გუშინ პოლიტსაბჭომ გაავრცელა, არის აცდენა იმ ფასეულობებთან, რა ფასეულობების გამოც ასი ათასობით ადამიანმა დაუჭირა მხარი "ქართულ ოცნებას". ბუნებრივია, ეს საკითხი დაისმება. ასევე საკითხი დაისმება, რას ნიშნავს განცხადება, რომ ის ადამიანები, რომლებიც მანამდე იყვნენ მონები, ახლა გახდნენ კარგები. ეს არის აცდენა იმ მთავარ მორალურ ხაზთან, რის გამოც ქართულ ოცნებას მხარს უჭერს ასი ათასობით ადამიანი და ამ საკითხებზე იქნება აუცილებლად საუბარი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, პრინციპულად მნიშვნელოვანი, თუ რას გულისხმობენ იმაში, რომ ადრე ცუდად იქცეოდნენ ეს, ახლა კარგად იქცევიან და მოდი, ამ ადამიანებს ჩავაბაროთ უვადოდ სასამართლო, მთელი ცხოვრება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა და ყველა საკითხზე არის სასაუბრო. უამრავი ადამიანის მოლოდინია დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით. დაბნეულია ბევრი ადამიანი, რასთან გვაქვს საქმე, რას ნიშნავს, რომ ადრე ვთქვათ, გვრიტიშვილი ცუდი იყო და ახლა უცებ კარგი გახდა. დავივიწყოთ რამდენი ადამიანი გააუბედურეს? ათი ათასობით ადამიანი დაცინული, შეურაცხყოფილი... ასე ყველაფერს ხაზი გადავუსვათ, იმის გამო, რომ მურუსიძე გახდეს უვადოდ მოსამართლე?! ეს გამორიცხულია", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
”