ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატი მთავარ პროკურორს მიმართავს და გამოძიების დაწყებას პირადად მისგან ითხოვს. ლევან სამუშიას თქმით, საქმის მასალების გაცნობის უფლება, რომელსაც გრიფი საიდუმლო ედო - არავის ჰქონდა.
ირაკლი კობახიძემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, რომ ის პირადად, როგორც პარტიის აღმასრულებელი მდივანი "დაინტერესდა საქმით, მასში ჩაიხედა" და აღმოაჩინა, რომ "საქმეში იყო მკაფიო დანაშაული."
„ეს არის დანაშაულის შემცველი და პირდაპირ მოვუწოდებ, საქართველოს მთავარ პროკურორს ბატონ თადუმაძეს, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება, ვინაიდან კაბელების საქმე იყო გრიფი საიდუმლო და არავის არ ჰქონდა საქმეში ჩახედვის უფლება, სახეზეა დანაშაულის ნიშნები ბატონო თადუმაძევ და დაუყოვნებლივ დაიწყეთ გამოძიება, პირველ რიგში უნდა იყოს დაკითხული ბატონი კობახიძე და ის პირები, ვინც მას საქმის მასალები გადასცა,“-ამბობს ლევან სამუშია.