ანრი ოხანაშვილი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. ოხანაშვილის კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევას 98-მა დეპუტატებმა დაუჭირა მხარი, 4 დეპუტატი წინააღმდეგ წავიდა.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ეკა ბესელიამ გასულ წელს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წევრობის კანდიდატთა სიის გამო, თანამდებობა დატოვა.