ქართული პოლიტიკა მიშას და ბიძინას მიღმაც უნდა განვითარდეს, - ამბობს „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში Freedom House-ის ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორი მარკ ბერენტი.
მისი თქმით, ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა ის კი არაა, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ჩრდილოვანი/არაფორმალური მმართველი, დიახ, ის არის და ეს არაა კარგი, რომ ვიღაცას, ვინც არ არის არჩეული ამხელა გავლენა აქვს, მაგრამ ეს ქართული პოლიტიკის სინამდვილეა.
„ვფიქრობ, უმთავრესი საკითხი ისაა, რომ საქართველომ ჯერ კიდევ ვერ გადალახა პოლიტიკის ის აღქმა, რომელიც „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კონკურენციის, ბიძინასა და მიშას ირგვლივ ტრიალებს. ქვეყანაში მხოლოდ ეს ორი ადამიანი არაა. მხოლოდ ამ ორ ადამიანს არ აქვს იდეები და წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ უნდა წარიმართოს მოვლენები. ქართული პოლიტიკა ამ ორი პიროვნების მიღმაც უნდა განვითარდეს. იფიქრონ, რა არის ის, რაც საქართველოს სურს, რომ გააკეთოს და როგორი უნდა იყოს ახლო მომავალში“, -ამბობს მარკ ბერენტი.