თბილისი მსოფლიო პრეზიდენტთა ორგანიზაციის ევროპული განყოფილების წლიურ შეხვედრას (WPO Eurochapter Georgia Meeting) მასპინძლობს.
WPO არის გლობალური გაერთიანება, რომელშიც გაწევრიანებულია 4 600-ზე მეტი ბიზნესმენი - მსხვილი კომპანიების მმართველები და დამფუძნებლები 70 ქვეყნიდან. ორგანიზაცის წევრთა დელეგაციები რეგულარულად ახორციელებენ გაცნობითი ხასიათის ვიზიტებს სხვადასხვა ქვეყანაში ქვეყნის საინვესტიციო და ბიზნესკლიმატის შესასწავლად.
საქართველოში მსოფლიო პრეზიდენტთა ორგანიზაციის ევროპის ფილიალის (WPO Eurochapter) 30-მდე წევრი იმყოფება.
კონფერენციის ფარგლებში, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელშეწყობით, სასტუმროში "თბილისი მარიოტში" იმართება, სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ინფორმაცია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.