მართლა მგონია, რომ საქართველო არის ამ ორი ადამიანის ხაფანგში, - ამბობს „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში Freedom House-ის ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორი მარკ ბერენტი.
მისი თქმით, ეს ეს ხელს უშლის პოლიტიკის განვითარებას უფრო სტაბილური და ნორმალური გზით.
„ეს რაციონალური პოლიტიკური პარტიების განვითარებას უშლის ხელს, პარტიების, რომლებსაც ექნებათ ძლიერი იდეები და პლატფორმები, რომლებსაც ხალხი შეხედავს და შეაფასებს, უნდა თუ არა, რომ ამას მხარი დაუჭიროს. არ არის რეალურად იდოლოგიური დისკუსიები, გარდა ფიგურალური შეფასებებისა: პრო-რუსული თუ პრო-დასავლური, რაც ვფიქრობ, ასევე არაა მართებული. რადგან ძირითადად, საქართველო არის პროდასავლური, ევრო-ატლანტიკური სტრატეგიის ერთგული და ეს არ არის ის, რისი შესუსტებაც რეალურად ვინმეს სურს. დიახ, არის განსხვავებული სტრატეგიები როგორი უნდა იყოს ეს და სხვადასხვა ადამიანებს ამის სხვადასხვაგვარად შემოტრიალება შეუძლიათ, მაგრამ ეს არაა მთავარი საკითხები. მთავარი სხვა რამაა, მაგალითად, როგორი ეკონომიკა უნდა გვქონდეს, ვისთან და როგორი ვაჭრობა ვაწარმოოთ. ეს და ბევრი სხვა კითხვაა, რომელსაც ქართული პოლიტიკური კლასი არ სვამს და ეს ძალიან დიდი პრობლემაა“, - ამბობს მარკ ბერენტი.