ახლად განხსნილი სილამაზის სალონი "ბონიტა", რომელიც გამსახურდიას გამზირზე მდებარეობს, სოციალურ აქციას ატარებს და მსურველებს დედაქალქის ერთ-ერთ საუკეთესო სალონში დასაქმების შანსს აძლევს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სალონის მენეჯერმა ემა დანელიამ განუცხადა, იმის მიუხედავად, რომ სალონი მაღალპროფესიული კადრების ნაკლებობას არ განიცდის, გადაწყდა დამატებით დასაქმდნენ სილისტები, კოსმეტოლოგები, მასაჟისტები და ა.შ.
ემა დანელიას თქმით, ამ მიზნით, 12 სექტემბერს, 15:00 საათზე სალონში კასტინგი გაიმართება სადაც თითოეულ მსურველს თავისი შესაძლებლობების წარმოჩენის საშულება მიეცემა.
"ამ პროფესიის წარმომადგენელთა დეფიციტი ნამდვილად არ არის, მაგრამ ჩვენ შანსს ვაძლევთ ყველას, რათა მათ შესძლონ პრესტიჟილ სალონში დასაქმება და მაღალი ანაზღაურების მიღება", _ განაცხადა დანელიამ.
შეგახსენებთ, სალონი "ბონიტა" გამსახურდიას გამზირის #41-ში მდებარეობს. კასტინგთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ტელეფონზე: 47 90 38