პარლამენტი თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრების ანგარიშებს მომავალ თვეში მოისმენს.
„ახალი რეგლამენტის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო კონტროლის თვალსაზრისით გარკვეული სიახლეები გვექნება. პირველ რიგში, ეს ეხება „მინისტრის საათს“. მიმდინარე კვირაში პარლამენტის წინაშე წარდგებიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები, ხოლო მარტში სოფლის მეურნეობისა და იუსტიციის მინისტრები. ეს ახალი რეგულაცია „მინისტრის საათის“ სახელით გულისხმობს, რომ ყველა მინისტრი პარლამენტის წინაშე ბიუროს მიერ დამტკიცებულ ვადაში წარდგება და სამთავრობო პროგრამის მიმდინარეობაზე ისაუბრებს“, – განაცხადა კახიანმა.
ცნობილია, რომ პარლამენტში მიმდინარე კვირაში ორ მინისტრს მოუსმენენ. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საკანონმდებლო ორგანოში 7 თებერვალს წარდგება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი კი 8 თებერვალს.