სამუშაო ჯგუფი განიხილავს, რა ფუნქციით შეიძლება ავლაბრის სასახლის შენობის გამოყენება ყველაზე უკეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, იდეის დონეზე მოწონებულია მოსაზრება, რომ ავლაბრის სასახლეში საქართველოს ეროვნული კულტურის ცენტრი და სამუზეუმო სივრცე მოეწყოს.
„ეს იდეის დონეზე იქნა მოწონებული. სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც განიხილავს ვარიანტებს, ვერსიებს, თუ როგორ შეიძლება ყველაზე უკეთ ამ შენობის გამოყენება. მთავარი ამოცანაა, შენობა მაქსიმალურად მოემსახუროს ჩვენს საზოგადოებას, ხალხს და სწორედ ამ იდეით იქნება ნაკარნახევი სამუშაო ჯგუფის საქმიანობა. ვფიქრობ, ფინანსურადაც და სოციალური თვალსაზრისითაც ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.