შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
უწყების ცნობით, გამოძიება სსსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შსს-ს ინფორმაციით, მოსწავლეებს განყოფილებაში გადაიყვანენ, სადაც მათ პასუხისმგებელ პირებთან ერთად გამოკითხავენ.
ფიზიკური დაპირისპირება ორ მე-11 კლასელს შორის გაკვეთილის მიმდინარეობისას დღეს დილით მოხდა. ფაქტზე მანდატურმა რეაგირება მოახდინა და მომხდარის შესახებ 112-ს შეატყობინა. ადგილზე პოლიციასთან ერთად, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურიც იმყოფება