“რაც მთავარია, სწრაფად მოხდა რეაგირება. იმედი გვაქვს, რომ ეს ინციდენტი სწრაფად დასრულდება და აღარ განმეორდება”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა 61-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
“როგორც ვიცით, ეს ინციდენტი აღმოფხვრილია. ასევე, ახლა მნიშვნელოვანია, რომ მანდატურმა მუშაობა გააგრძელოს, ასევე, ჩაერთვება ფსიქოლოგიური სამსახური, რომელიც მშობლებთან გააგრძელებს მუშაობას. რაც მთავარია, რეაგირება სწრაფად მოხდა. იმედი გვაქვს, რომ ეს ინციდენტი სწრაფად დასრულდება და აღარ განმეორდება”, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
ცნობისთვის, თბილისში, 61-ე საჯარო სკოლასთან საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული. ორ მე-11 კლასელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.