სადავო არ არის, რომ უკანონო ჩაწერა სააკაშვილის პერიოდში განხორციელდა, – აღნიშნულის შესახებ განცხადება პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ ფარულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
„პრინციპულად მიმაჩნია, რომ ვიცით, ვინ არის ამ უკანონო ჩანაწერის ავტორი და ვინ განახორციელა უკანონო ჩაწერა. ეს სადავო არ არის, განხორციელდა სააკაშვილის პერიოდში. მაგრამ ახლა საუბარია, ვინ დაგეგმა და ვინ არის დირიჟორი ამ უკანონო კამპანიის, მორალური ტერორის, რომელიც ვერ აღწევს თავის მიზანს და ვერც მიაღწევს.
ის ადამიანები, რომლებიც დაკავებული არიან, რაღაცნაირად ჩაერთნენ ამ გაზიარების ერთიან ქსელში და ვიღაცები შესაძლოა, შემთხვევითაც მოხვდნენ" – განაცხადა ეკა ბესელიამ.