ქობულეთში დიდი საკონცეტრო დარბაზის მშენებლობა იწყება, _ ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტრმა ბათუმში "პიაცას მოედანზე" მიმდინარე მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
სააკშვილის განმარტებით, დარბაზის მშენებლობა 2 წელიწადში დასრულდება.
"ქობულეთში შენდება 10 ათასკაციანი საკონცეტრო დარბაზი, რომელიც 2 წელიწადში აშენდება. ეს არის უნიკალური დარბაზი, რომელიც 10 წუთში იხურება და იშლება",_ განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის გამარტებით ასეთი დარბაზის მშენებლობა მნიშვნელოვანი ფაქტია მით უმეტეს, რომ ქობულეთთან ახლოს დიდი გასართობი ცენტრი "ციცინათელა" უკვე სრული დატვირთვით მუშაობს.
ქობულეთის განაშენიანების პროექტის ფარგლებში ქალაქში პატარ-პატარა სასტუმროების მშენებლობაც იგეგმება.
"საუბარია პატარა სასტუმროების მშენებლობის პროექტზე, რომელთა მშენებლობა დასრულდება 2011 წლის 1-ელ აგვისტოს. ჩვენ პატარა სასტუმროების აშენების მსურველებს განვათავისუფლებთ გადასახადებისგან და მივიყვანთ კომუნიკაციას", _ განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის განმარტებით, რეგიონში სასტუმროების რაოდენობა საკმარისი არ არის, და ამიტომ ახალი სასტუმროების მშენებლობა უნდა დაიწყოს.