საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილს წარადგენს. ამის შესახებ "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პოზიციაზე [იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე] უმრავლესობა წარადგენს ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას. მინდა წარმატებები ვუსურვო მას, ვინაიდან ძალიან რთული და შრომატევადი საქმის გაძღოლა მოუწევს პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.