საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ატოცში თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებმა გამართეს აქცია, რითაც გააპროტესტეს რუსეთისა და სეპარატისტული რეჟიმის მიერ საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაცია და მცოცავი ანექსია.
ღონისძიებაში მონაწილობა მიიღეს კონსერვატორიის მაგისტრანტების გუნდმა, რომელმაც შეასრულა რამდენიმე მუსიკალურ ნომერი. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, აქციის მიზანია საზოგადოებას დაანახონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის პრიორიტეტული პრობლემის გაცნობიერება, სტუდენტების ჩართულობა მსგავსი ტიპის საზოგადოებრივ აქტიურობაში.
„ეს აქცია იქნება ერთგვარი მოწოდება სხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის, რათა გამოხატონ მშვიდობიანი პროტესტი ოკუპაციის წინააღმდეგ.
ამ ერთდღიანი პროტესტით კონსერვატორიელები დააფიქსირებენ ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ მიმართ სოლიდარობას, რამდენიმე საათით შეუერთდებიან მათ ყოველდღიურ პატრულირებას”, - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.