ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ, მიუხედავად მძიმე მემკვიდრეობისა, ადამიანის პირადი სივრცე იყოს ხელშეუხებელი და არ იყოს გამოყენებული მორალური ტერორი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის უმძიმესი დანაშაული, რომელსაც აუცილებლად გაეცემა ადეკვატური და უმკაცრესი პასუხი.
„კატეგორიულად ვგმობ ადამიანის პირადი სივრცის ხელყოფას და მის ნებისმიერ გამოვლინებას. შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელებისთვის 16 პირი დააკავა. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ, მიუხედავად მძიმე მემკვიდრეობისა, ადამიანის პირადი სივრცე იყოს ხელშეუხებელი და არ იყოს გამოყენებული მორალური ტერორი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.