ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ, რომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზო გადაადგილების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ბრიტანეთი ევროკავშირს ბრექსიტის შესახებ შეთანხმების გარეშე დატოვებს. ამის შესახებ ტელეარხი Sky News-ი იუწყება.
ელჩების წინადადების თანახმად, ბრიტანეთის მოქალაქეს შეეძლება ევროკავშირის ტერიტორიაზე ყოველ 6 თვეში 90 დღე დაჰყოს.
აღნიშნული გადაწყვეტილება გაეგზავნება ევროპარლამენტს, რომელმაც უკვე მიიღო კანონპროექტი, რომელიც ბრიტანელებს ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზო მოგზაურობის შესაძლებლობას აძლევს „მკაცრი“ ბრექსიტის პირობებშიც.