ლაშა შავდათუაშვილი დღეს 27 წლის გახდა. ცნობილი ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი 1992 წლის 31 იანვარს გორის რაიონის სოფელ კარალეთში დაიბადა. მან 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, 66 კგ-მდე ძიუდოისტთა შორის ოქროს მედალი მოიპოვა.
ლაშა შავდათუაშვილის მიღწევები ასეთია: XXX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (2012, ლონდონი), XXXI ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (2016, რიო დე ჟანეირო). ევროპის ჩემპიონი (2013), მეორე (2016) და მესამე პრიზიორი (2012). ევროპის სამგზის გუნდური ჩემპიონი (2012, 2013, 2016). მსოფლიოს გუნდური ჩემპიონი (2013) და ორგზის მესამე პრიზიორი (2014, 2015). პირველი ევროპული თამაშების მეორე გუნდური პრიზიორი (2015). ღირსების ორდენის კავალერი.