ევროკავშირის ყველა პირველმა პირმა გამოთქვა მზადყოფნა, ჩამოვიდნენ საქართველოში, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრეკონფერენციაზე, სადაც ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა.
„ყველა დონის შეხვედრა შეთანხმებული იყო, ანუ არც ერთ დონეზე უარი არ მიგვიღია და შევხვდით მათ, ვისაც საჭირო იყო. ნიშანდობლივია, ევროკავშირის ყველა პირველმა პირმა საქართველოში ჩამოსვლაზე თანხმობა მოგვცეს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა მომცა თანხმობა ჩამოვიდეს ბათუმის კონფერენციაზე დასასწრებად, მისი ვიზიტი თბილისში დაიწყება და ბათუმში გაგრძელდება. ასევე საქართველოში ჩამოვლენ ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერი, ასევე ევროკავშირის კომისარი მიშელ ბარნიე, რომელიც დღეს ბრექსიტის საკითხებში არის წამყვანი ფიგურა. მანაც გამოხატა ინტერესი დაესწროს ბათუმის კონფერენციას“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.