28 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6570 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6573 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.03 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0319 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0123 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.96 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5019 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.4979 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 29 იანვრიდან შევა ძალაში.