„მე მაქვს მობილიზებული, ჩემი აზრით, 10 მილიარდამდე ამერიკული დოლარი საქართველოში პირდაპირი ინვესტიციებისთვის, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „კვირის აქცენტებში“.
„მე არც ერთ წუთს არ ვკარგავ ფუჭად. ვხვდები სრულიად სხვადსხვა ხალხს, ვხვდები ბიზნესმენებს, ვხვდები ემიგრაციის წარმომადგენლებს. აქ არის საუკეთესო ნაწილი ჩვენი საზოგადოების, მაგრამ ეს არის ტრაგედია, ასევე რაც ხდება. მაგალითად, როდესაც საქართველოს სახმელეთო ჯარების სარდალი, რომლის მომზადებაში, გაწვრთნაში ჩაიდო უამრავი ენერგია, ფული და აქ მუშაობს მტვირთავად, კატასტროფა ხდება ქვეყანაში. როდესაც უმაღლესი კლასის პროფესიონალები, ექიმები, ინჟინრები, ტექნოლოგები აქ არიან ტაქსის მძღოლები და ა.შ. ეს არის ქვეყნისთვის უბედურება“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
სააკაშვილის თქმით, მისი ამოცანაა, ახალი სახეების და ადამიანების აღმოჩენა. სააკაშვილი ამბობს, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოში უფრო მეტი ადამიანი შემოდიოდა, „ქართული ოცნების“ პირობებში კი ქვეყანას უამრავი ადამიანი ტოვებს.
„მე მაქვს მობილიზებული, ჩემი აზრით, 10 მილიარდამდე ამერიკული დოლარი საქართველოში პირდაპირი ინვესტიციებისთვის. ეს არის ის, რასაც ბიზნესმენები ჩადებენ აუცილებლად, მათ შორის ქართული დიასპორის ბიზნესმენები და არა მხოლოდ. საქართველოში, როგორც კი ივანიშვილის რეჟიმი იქიდან მოშორდება,“ - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.