დღეს, 28 იანვარს, თბილისის დროით 20:00 საათზე, 2019 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილე ქვეყნების ნახევარფინალური გადანაწილების ღონისძიება გაიმართება. ნახევარფინალური გადანაწილების პროცესი ორი ნაწილისგან შედგება.
პირველ ეტაპზე დიდი ხუთეულისა (საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია) და ისრაელის ბედი გადაწყდება, თუ რომელ ნახევარფინალში მისცემენ ხმას. მეორე ნაწილში კი, ღონისძიების წამყვანები დარჩენილ 36 ქვეყანას სხვადასხვა ნახევარფინალურ ტურში გადაანაწილებენ. ერთი წამყვანი, შემთხვევითობის პრინციპით, დოლურიდან ქვეყნის სახელს ამოიღებს, მეორე კი იტყვის რომელ ნახევარფინალში და რომელ ნაწილში იმღერებს შერჩეული ქვეყნის კონკურსანტი.
2019 წლის კონკურსს თელ-ავივი მასპინძლობს. შოუს ნახევარფინალური ტურები 14 და 16 მაისს, ხოლო ფინალი 18 მაისს გაიმართება.