თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გეგმიური ინსპექტირების გამო, 28 იანვარს საბაგირო გზა მგზავრებს შეცვლილი გრაფიკით მოემსახურება.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ გეგმიური ინსპექტირების გამო, 28 იანვარს, კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს შეცვლილი გრაფიკით, 10:00-დან 22:00 საათამდე პერიოდში მოემსახურება“, - ნათქვამია განცხადებაში.