ზნაურის რაიონში დაკავებული საქართველოს მოქალაქე ოკუპანტებს ცხინვალში გადაჰყავთ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" შსს შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს უფროსმა ვლადიმერ ჯუღელმა განუცხადა.
"რამდენიმე წუთის წინ რუს ოკუპანტებს დაუკავშირდი, რომლებმაც მითხრეს, რომ დაკავებული ქართველის ვინაობა ცხინვალში გადაყვანის შემდეგ გაირკვევა", - განაცხადა ჯუღელმა.
მისი თქმით, დაკავებული, სავარაუდოდ, ქარელის რაიონის სოფელ დვანის მკვიდრია.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის უშიშროების წამომადგენლებმა ე. წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. სეპარატისტების ინფორმაციით, დაკავებულია საქართველოსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქე.