ცნობილი ფრანგი კომპოზიტორი, დირიჟორი და პიანისტი მიშელ ლეგრანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას კომპოზიტორის პრესმდივანზე დაყრდნობით ფრანგული მედია ავრცელებს.
მიშელ ლეგრანს დაწერილი აქვს მუსიკა 200-ზე მეტი კინოფილმისთვის. თუმცა განსაკუთრებული აღიარება "შერბურის ქოლგებისა" და "თომას ქრაუნის აფერისთვის" შექმნილმა კინომუსიკამ მოუტანა.
მიშელ ლეგრანმა 3-ჯერ მოიპოვა "ოსკარი" საუკეთესო კინომუსიკისთვის (13-ჯერ იყო ნომინირებული), 5-ჯერ "გრემი" და ერთი "ოქროს გლობუსი".