ხაშური-ლიხის სარკინიგზო მონაკვეთზე აღდგენილია", - ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
"დღეს საღამოს, ხაშური-ლიხის მონაკვეთზე, რკინიგზის ხიდს სატვირთო მანქანა დაეჯახა. უსაფრთხოების მიზნით ერთი საათით შეფერხდა მატარებლების მოძრაობა და გაჩერდა თბილისი-ფოთის მატარებელი. ამჟამად მოძრაობა აღდგენილია. ადგილზე უსაფრთხოების შემოწმების და მოკვლევის მიზნით მუშაობენ საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურები", - ნათქვამია რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.