25 იანვარს, შუახევში "გომარდულის ფესტივალი" გაიმართება. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს ბათუმელი ბენდები „Asea Sool” და “Fourth Season”, მასზე დასწრება კი ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ღონისძიებისთვის კურორტი სპეციალური დეკორაციებით გაფორმდება, დაინთება კოცონი, იქნება ელექტრონული მუსიკა და მოეწყობა გასართობი თამაშები ბავშვებისთვის. სტუმრებს საშუალება ექნებათ ისრიალონ თხილამურებზე, მიირთვან გლინტვეინი, ჩაი და ყავა. ფესტივალზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კურორტის განვითარების ხედვას წარმოადგენს. ღონისძიებას მთავრობის წევრები, გიდები, ტურისტები, ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.