თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 4 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მათივე ინფორმაციით, გარდაცვალების ზუსტ მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.