სხვა ქვეყნების მსგავსად, სადაც საპენსიო რეფორმა იწყებოდა, ჩვენთანაც დაგროვებითი საპენსიო რეფორმამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რაც ნორმალურია, არიან ამ რეფორმის მხარდამჭერები და ასევე, 90-იან წლებში დეპოზიტების დაკარგვით იმედგაცრუებულები. უნდა აღინიშნოს, რომ წლების წინ ასეთივე უნდობლობა იყო კომერციული ბანკების მიმართ, თუმცა ამჟამად ეს პრობლემა ამოწურულია.
სამშენებლო კომპანია „ბაუ სტარი“ მიესალმება დაგროვების საპენსიო სისტემის ამოქმედებას.
„ჩვენი კომპანია უკვე ჩაერთო რეფორმაში, რომელიც მომავალში „ბაუ სტარის „თანამშრომლებს ღირსეული პენსიით უზრუნველყოფს. ეს ძალიან კარგი შანსია მომავალში, როგორც დასაქმებულისთვის ასევე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, ეს იქნება ძალიან კარგი ფულადი რესურსი სხავადსხვა სფეროს განსავითარებლად.
აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებესთან ერთად ჩნდება ბევრი კითხვა რამდენად დაცული იქნება ჩვენი დანაზოგი? ვინ მართავს მას ეფექტურად? რა სარგებელს მოუტანს ეს რეფორმა ხალხს და სახელმწიფოს? ბაუ სტარის დამფუძნებლის მალხაზ სოლომნიშვილის განცხადებით; „მთავარია ამ კითხვებზე როგორც სააგენტომ ასევე თავად სახელმწიფომ პასუხები დროულად გასცეს. მოქალაქეების ნდობის მოსაპოვებლად კი აუცილებელია შუალედური (კვალტარული) ანგარიშების წარმოდგენა და მკაცრი კონტროლი, სად და როგორ იხარჯება თუ მიიმართება თანხები. ასეთი პოლიტიკით რეფორმა ისეთ ნდობას მოიპოვებს, რომ მოქალაქეები თავად მოინდომებენ ჩართვას. წარმატებას ვუსურვებთ სააგენტოს რეფორმის განხორციელებაში“, - ამბობს სამშენებლო კომპანია "ბაუ სტარი" დამფუძნებელი მალხაზ სოლომნიშვილი.