რუსული სპეცსამსახურები აქტიურად მუშაობენ ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც ვლადიკავკაზში მომხდარ ტერაქტთან კავშირი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს. გაზეთი "მოსკოვსკი კომსომოლეცი" ამტკიცებს, რომ რუსული სპეცსამსახურების ამჟამად აქტიურად მუშაობენ სწორედ ამ ვერსიაზე.
გაზეთი ასევე აღნიშნავს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, თბილისს გაუჩნდა სერიოზული მიზეზი იმისა, რომ სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლით ებრძოლა ოსებთან, ხოლო ვლადიკავკაზის ცენტრში მომხდარი ტერაქტი კი ოსური სტაბილურობის სიმყიფის მაჩვენებელი უნდა გახდეს.
რუსული მედია ასევე იუწყება, რომ საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენელმა შოთა უტიაშვილმა ამგვარ მტკიცებებს აბსურდული უწოდა. "ეხო მოსკვისთან" საუბარში უტიაშვილმა განაცხადა, რომ ეს რუსი ჟურნალისტების მორიგი მონაგონია.