აშშ-ის საელჩო საქართველოში ბათუმში ამერიკული ნაღმოსანი ხომალდის "დონალდ კუკის" შემოსვლას სოციალურ ქსელ ფეისბუკით ეხმიანება:
"ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი USS Donald Cook DDG 75 ოფიციალური ვიზიტით ბათუმის პორტშია. ხომალდი შავ ზღვაში მეორედ იმყოფება და საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთობლივ წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას. ხომალდის შემოსვლა შავ ზღვაში ხაზს უსვამს აშშ-ის როლს ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორების კოლექტიური თავდაცვის სფეროში", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ამერიკული ნაღმოსანი ხომალდი „დონალდ კუკი“ 21 იანვარს, ხომალდი ბათუმის პორტში შევიდა.
ტაქტიკური რაკეტებითა და საარტილერიო დანადგარებით აღჭურვილი ამერიკული გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 25 იანვრამდე დარჩება და სანაპირო დაცვის სამსახურთან ერთად მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა წვრთნაში.
საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურის განცხადებით, ამერიკული სამხედრო ხომალდის შემოსვლა მიზნად ისახავს სტაბილურობის განმტკიცებას შავ ზღვასა და მთლიანად რეგიონში.