ესპანეთის შემდეგ საფრანგეთმა ქვეყანაში მოგზაურობის მსურველებისთვის დღიურად გათვალისწინებული სახარჯი თანხის მოცულობა გაზარდა.
საფრანგეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, დღიური ხარჯი საფრანგეთის ტერიტორიაზე განისაზღვრა შემდეგი ოდენობით:
მოწვევის ფლობის დროს - 33 ევრო;
სასტუმროს ჯავშანის ფლობის დროს - 65 ევრო;
თუ პირი არ ფლობს არც მოწვევას და არც სასტუმროს წინასწარ გადახდილ ჯავშანს -120 ევრო;
საფრანგეთის საელჩოში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ და აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.
რაც შეეხება ესპანეთს, მან აღნიშნული თანხა პირველი იანვრიდან გაზარდა. პირველი იანვრიდან, როგორც ესპანეთის სხვა ქალაქებში ასევე ბარსელონის აეროპორტშიც ტურისტმა უნდა წარადგინოს დღიური სამყოფი თანხა - 90 ევრო . საყურადღებოა, რომ საკრედიტო ბარათზე ფულის არსებობა მგზავრს არ ეთვლება, რადგან მათ ადგილზე მგზავრის საბანკო ბარათზე წვდომა არ აქვთ.