21 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6613 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6629 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.16 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0283 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0368 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.85 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4983 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.4211 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 22 იანვრიდან შევა ძალაში.